ტრენინგის IX დღე
ამ ტრენინგზე გავეცანი პროექტზე სწავლების კურსს, შევქმენი საქაღალდეები, ბროშურა, ვისწავლე goოgle drive-ში მუშაობა, ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე, გავეცანი უკუკავშირის გაკეთების მეთოდებს. შეფასების სწავლა მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისათვის, რომ უნა შევაფასოთ პროექტის თითოეული ეტაპი მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. ვისწავლე როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო მოსწავლეების შეფასების პროცესში.დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. სიახლე იყო ჩემთვის ცვლილებები ბლუმის ტაქსონომიაში.
გავიგე, თუ რა არის საავტორო უფლებები, გავეცანი APA- ფორმატს. განვიხილეთ, რომ კოლაბორაცია ნიშნავს ჯანსაღ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ უკუკავშირის გაკეტების მეთოდებზე.
ამ ტრენინგზე უკეთესად დავეუფლე თანამედროვე ტექნოლოგიებს. მათი დახნარებით მოვახდინე დაკვირვება და კვლევა.
ტრენინგი ბევრი ინმორმაციის მომცემი იყო. დავრწმუნდი, რომ პროექტებით სწავლება ძალიან ეფექტურია მოსწავლეების დაინტერესებისთვის და მათი მაღალი სააზროვნო უნარების გავითარებისთვის.
მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს დიანას ყველაფრისათვის, მან ჩვენ გაგვაცნო თანამედროვე სწავლების კურსი.
Комментарии
Отправить комментарий